პროექტი






ისტორიული და არქიტექტურული    ძეგლები თეთრიწყაროს რაიონში



1.       პროექტის    სახელწოდება :
2.       პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2წინადადებით:
3.       პროექტის აქტუალობა:
4.       პროექტის მიზნები:
5.       მონაწილეთა ასაკი:
6.       ვადების /ხანგრძლივობა:
7.       მოსალოდნელი შედეგები/პროდუკტები ,რაც შეიძლება შეიქმნას:
8.       პრექტისქთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
9.       პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
10.   საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
11.   პროექტის სახელმძღვანელი(მასწავლებელი):
12.   ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:
13.   პროექტის ვებ- გვერდი/ბლოგი:



პროექტები

პროექტის სახელი:
ისტორიული და არქიტექტურული    ძეგლები თეთრიწყაროს რაიონში.

პროექტის მიზნები:
 გაუღვიძოს მოსწავლეებს ეროვნულობისა და პატრიოტული გრძნობა, გამოუმუშაოს მსჯელობის უნარი და მიღებულ ცოდნასთან ერთად დაეუფლონ საკუთარი აზრის და პოზიციის გამოხატვა.
პროექტის მოკლე აღწერა
     მოსწავლეები გაეცნობიან არქიტექტურის ძეგლებს თავის რაიონში .
პროექტის სრული აღწერა:                                    
      მოსწავლეები დაიყოფიან რანდენიმე ჯგუფად.ერთი ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას ისტორიულარქიტეკტურულ ძეგლების შესახებ თეთრიწყაროს რაიონში ,მეორე ჯგუფი კი ინფორმაციას მარშრუტების შესახებ. მესამე-ფოლკლორულ მასალას. მეოთხე-ციფრულ მასალას
მონაწილეთა ასაკი:13-15წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: წლის განვალობაში
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
    მოსწავლეები წარმოადგენენ მოძიებულ მასალებს,სურათების,ნივთების, მაკეტების სახით და გააკეთბენ პრეზენტაციას სლაიდების დახმარებით.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:                      მოსწავლეები მიიღებენ ცოდნას საკუთარ მუნიციპალიტეტის არქიტექტურის შესახებ. რეალულცოდნას მიიღებენ საკუთარ ისტორიაზე. შექმნიან ფოტოალბომს. მაკეტებს, ვიდეოფილმებს.
სარგებელი სხვებისთვის:გამოიწვევს სხვა მოსწავლეთა ინტერესს, უკეთ გაიცნონ ქართული არქიტექტურის ხელოვნება. შეისწავლება საკუთარი რაიონის ისტორია და არქიტექტურა
სამუშაო ენა: ქართული.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:             ხელოვნება, ისტორია,ისტ, სპორტი, გეოგრაფია
დეკორატიულგამოყენებითი ხელოვნების სამყაროში...“


პროექტის  ქვეთემებია:დეკორატიულგამოყენებითი ხელოვნების სამყაროში...“

·         დეკორატიული ქსოვის ჩასახვა-განვითარება საქართველოს სხვადასხვა რეგიონების მაგალითებზე;
·         ქართული დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების მნიშვნელობა თანამედროვე დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების განვითარებაში;
·         ფარდაგ-ხალიჩები საქართველოს ბარსა და მთაში;
·         სხვადასხვა ქვეყნების ფარდაგები და ხალიჩები. მათი განსხვავება ქსოვისას გამოყენებული მასალების, კოლორიტისა და გეომეტრიული ორნამენტის მიხედვით;
·         ზოგადი ცნობები დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნების ნაირსახეობათა შესახებ: ხის დეკორატიული დამუშავება; კერამიკა; ლითონი; დეკორატიული მინა; ქვა, თექა; ხელით ქსოვა და ქარგვა;

 ჩატარებული პროექტის მიზანი:
·         მოსწავლეები ეცნობიან, ქმნიან ზოგად წარმოდგენას დეკორატიული ქსოვის ისტორიის, სხვადასახვა ქვეყნებისა და საქართველოს რეგიონების ფარდაგებისა და ხალიჩების შესახებ, უცხოურ და თანამედროვე ქართულ გობელენზე და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნაირსახეობებზე;

·         პროექტი ეხმარება მოსწავლეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონების დეკორატიულ - გამოყენებითი ხელოვნების ნაირსახეობათა განსხვავებულობათა გაცნობაში;

·       ეხმარება თავიანთ კუთხის ხელოვნების გაცნობაში;

·         ისტ-ის და წარმოდგენილ მასალისგან იქმნება ფილმი, სლაიდ-შოუ დეკორატიულ-გამოყენებით ხელოვნებაზე;

პროექტის მნიშვნელობა/აქტუალობა:

     მუზეუმში ჩატარებული პროექტის ინოვაცია მდგომარეობს სწავლებისადმი ერთდროულად კომპლექსურ, ინტეგრირებულ-ინტერაქტიურ მიდგომებში საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული საგნების: დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების    შემა  დგენელი  ელემენტების ერთდროულად აღქმა-გააზრებაში.


პროექტის  გაგრძელება:
მოპოვებული ფოტომასალის პრაქტიკული გამოყენების მიზნით, პრაქტიკული სწავლების დროს პედაგოგის მიერ შერჩეული ინდივიდუალური დავალებების საფუძველზე დამზადდა სხვადასხვა სახის ნამუშევრები: პანოები, ჩანთები, ქამრები, საფულეები, ბალიშის პირები. აღნიშნული ნამუშევრები გამოიფინა ხელოვნების კაბინეტში.
გაკვეთილის გეგმა:
თარიღი:2015 წლის  22 მარტი

საგანი: ხელოვნება
სამიზნე  ჯგუფი (საფეხური და კლასი):
II საფეხური, VII კლასი;
მოსწავლეების რაოდენობა:
16 მოსწავლე.
მოსწავლეთა პროფილი:
კლასში არ არის განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეები (შეზღუდული შესაძლებლობის, სასწავლო პროგრამაში ჩამორჩენილი ბავშვები, რომლებისთვისაც სწავლების ჩვეულებრივი ტემპი მიუღებელია).
მასწავლებლის სახელი და გვარი:   მარინა     კოღუაშვილი.

მუზეუმის    დათვალიერება.
   
ინტეგრირებულ-ინტერაქტიური კომპლექსური გაკვეთილის თემაა:

დეკორატიულგამოყენებითი ხელოვნების სამყაროში...“

სტანდარტი/ინდიკატორი:

მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და სტილის ნამუშევრები
მოსწავლეს შეუძლია მიზანმიმართულად აირჩიოს და შემოქმედებათ გამოიყენოს ხელოვნების ელემენტები, პრინციპები, სხვადასხვა მასალა, ტექნიკა და პროცედურა ნამუშევრის შექმნისას.
სგ VII17 , სგ VII11 , სგ VII12


გაკვეთილის მიზანი:
·              მოსწავლემ დაინახოს დეკორატიულ - გამოყენებითი ხელოვნების ნაირგვარობა; ნაკეთობათა (ფარდაგების, ხალიჩების, გობელენების, ნაქარგობების, თექის, ნახატების, კერამიკის) შექმნა-დამუშავების ხერხები და მეთოდები;
·              მოსწავლემ ამოიცნოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და სტილის ნამუშევრები;
·         მოსწავლე განასხვავოს ერთმანეთისაგან ფრიზული, დინამიკური, ფრაგმენტული და სიმეტრიულად გაწონასწორებული კომპოზიციები;
·          აარჩიოს გამოყენებული მასალები (მატყლი, აბრეშუმი, ხე, მინა, ლითონი, სპილოს ძვალი, ბუნებრივი ქვა და სხვ.);
·          ფერების შერჩევა-მისადაგების თავისებურებები და პრაქტიკული განხორციელების საშუალებები;
·         მოსწავლემ შეძლოს კომპოზიციური განაწილების ძირითადი ხერხების აგებაზე მსჯელობა
·         მოსწავლემ შეძლოს ისტ-ის მეშვეობით იპოვოს და დაალაგოს ნაპოვნი მასალა;
·         ისტ-ის მეშვეობით გააკეთოს სლაიდ ფილმი ნაპოვნი მასალისგან.
  
დეკორატიულგამოყენებითი ხელოვნების სამყაროში...“

აქტივობა1-(გამოწვევა)-15წუთი
სამუზეუმო ექსპონატების დათვალიერება მასწავლებელ -გიდით მონაწილეობით;

აქტივობა2. გონებრივი იერიში-10წუთი;
 ნანახისა და მოსმენილის ანალიზი;
კითხვებზე პასუხი.
კითხვები:
1. ორივე ფარდაგზე მოცემულია ერთი და იგივე კომპოზიცია. რომელი?
2.რა განწყობაა შექმნილი  ამ ორ ნაწარმოებში?
3 რითი განსხვავდება საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალიჩები
აქტივობა 3(მინი-ლექცია) 8.
მოსწავლეები გაიცნენ დეკორატიული ქსოვის ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთს და ადგილს. ლექცია- საუბარი გაიმართავს მრავალმხრივ საინტერესო მსჯელობა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფარდაგ-ხალიჩებისა და თანამედროვე ქართული ხალიჩების წარმოების საკითხებზე. ქართული ორნამენტის შესახებ, და მსოფლიოს  ხალიჩებზე და ორნამენტზე.

აქტივობა 4 (წყვილებში მუშაობა-გადაღება, მასალის მოგროვება) -10.
აქტივობა 5(დანახულზე-აზრების თქმა)-5.
მიღებული შთაბეჭდილებების ურთიერთ გაზიარება;

აქტივობა 6 (საშინაო დავალება) 2.(ჯგუფური)
მოსწავლეებს  წყვილებში ეძლევა სამუშაო: მოიძიონ ინტერნეტში მასალა ქართულ დეკორატიულ-გამოყენებით ხელოვნებაზე  და გააკეთონ სლაიდ-ფილმი და პრეზენტაცია.
ორგანიზაციული ფორმა:
მთელი კლასი, ინდივიდუალურად;
დროის მენეჯმენტი:
აქტივობა1-(გამოწვევა)-15წუთი
აქტივობა2. გონებრივი იერიში-10წუთი;
აქტივობა 3(მინი-ლექცია) 8.
აქტივობა 4(დანახულზე-აზრების თქმა)-10.
აქტივობა 5 (საშინაო დავალება) 2.
შეფასების სტრატეგიები:
დაკვირვება;
რესურსები:
მუზეუმების ნივთები, კომპიუტორები, ფოტო და ვიდეო აპარატურა.

გაკვეთილის შედეგი:
    ინტეგრირებულ-ინტერაქტიური გაკვეთილით მოსწავლეებმა პირველყოვლისა, მიიღეს მრავალფეროვანი და ტევადი ინფორმაცია დეკორატიულ ხელოვნების მდგენელების შესახებ, განუმტკიცდათ შეძენილი თეორიული ცოდნა და პროფესიული უნარ-ჩვევები საექსპონატო მასალებში დაცული საინტერესო დეტალებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ხელოვნების, დეკორატიული ქსოვის სტილისა და კოლორიტის თავისებურებებზე დაკვირვების შედეგით მიღებული დასკვნებით;
დაათვალიერეს საგამოფენო ექსპონატები და ისაუბრეს სხვადასხვა ქვეყნებისა საქართველოს რეგიონების მაგალითზე ფარდაგების, ხალიჩების, კერამიკას, უცხოური და თანამედროვე ქართული დეკორატიულ - გამოყენებითი ხელოვნების შესახებ; მიიღეს ინფორმაცია ჩვენამდე მათი მოღწევის თაობაზე; დიდი ინტერესით დაათვალიერეს  სლაიდები უცნობი ძველი მქსოველებისა და მქარგველების ნამუშევრები და უფრო ღრმად გაერკვნენ ამ ექსპონატებზე ასახულ კოლორიტში, ფერთა შეხამებაში, კომპოზიციაში და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნაირსახეობებზე. აგრეთვე დაათვალიერეს გამოყენებითი ხელოვნების ისეთი მიმართულებების სამუზეუმო ექსპონატები, როგორიცაა: სახვითი ხელოვნება, ხის, მინის, ქვისა და ლოთონის მხატვრული დამუშავება; სხვადასხვა სახელოსნოების მაკეტები.

გაკვეთილის პროცესში წამოიჭრა მრავალი კითხვა,რომლები იმსჯელეს და იპოვეს პასუხები.

მუზეუმში ჩატარებული გაკვეთილის ღირებულებითი შეფასება:
მუზეუმში ჩატარებული გაკვეთილი ხელს უწყობს სკოლაში მიღებული ცოდნის განმტკიცებას, ახალი ინფორმაციის ათვისებას, გამოყენებითი ხელოვნებისადმი პატივისცემის გრძნობის გამომუშავებას; ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურისა და ადამიანის შრომის მიმართ, შემოქმედებითი აზროვნების, ფერის შეგრძნების, წარმოსახვის, მხატვრული გემოვნების, ხედვების, დაკვირვების, მხედველობითი მეხსიერების ფორმირებას.
მოსწავლებმა შეიძინეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ფარდაგებისა და ხალიჩების დეკორატიული ქსოვის სტილისა და კოლორიტის მიხედვით გარჩევისა და აგრეთვე, თანამედროვე ქართული და უცხოური გობელენებისა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნაირსახეობების გარჩევის უნარი.
პროექტის  გაგრძელება:
მოპოვებული ფოტომასალის პრაქტიკული გამოყენების მიზნით, პრაქტიკული სწავლების დროს პედაგოგის მიერ შერჩეული ინდივიდუალური დავალებების საფუძველზე დამზადდა სხვადასხვა სახის ნამუშევრები: პანოები, ჩანთები, ქამრები, საფულეები, ბალიშის პირები. აღნიშნული ნამუშევრები გამოიფინა ხელოვნების კაბინეტში.

მუზეუმში ჩატარებული გასვლითი გაკვეთილის ჩატარების რეკომენდაციები:

როდის არის რეკომენდებული გასვლითი კომპლექსური ინტეგრირებულ-ინტერაქტიურ გაკვეთილის ჩატარება მუზეუმში?

გასვლითი გაკვეთილი რეკომენდებულია ჩატარდეს სწავლების დაწყებიდან არაუადრეს ერთი თვისა. სწავლების ამ პერიოდისათვის მოსწავლეებს მიღებული ექნებათ ზოგადი წარმოდგენა დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების შესახებ.

კიდევ სად შეიძლება იქნეს გამოყენებული სამუზეუმო გასვლითი გაკვეთილებით მიღებული გამოცდილება?

მუზეუმში ჩატარებული გასვლითი გაკვეთილებით მიღებული გამოცდილება შეიძლება გამოყენებულ იქნეს საშუალო სკოლის სინამდვილეში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და შრომით სწავლებაში;
 გარდა შემეცნებით-ესთეტიური მნიშვნელობისა,
 ამგვარი გაკვეთილები სასკოლო ასაკის მოსწავლეთა პროფორიენტაციასაც მოემსახურება.

რატომ არის საინტერესო და სასარგებლო მუზეუმში ჩატარებული გასვლითი გაკვეთილები?

მუზეუმში ჩატარებული გასვლითი გაკვეთილი შეუზღუდავია, სახალისოა და სტიმულის მიმცემია შემდგომი სწავლებისათვის სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისა და სოციალური კატეგორიის პროფესიული სტუდენტებისათვის;
მუზეუმში დაცული მრავალფეროვანი, ულამაზესი და უზადოდ შესრულებული ექსპონატებით ხდება სპეციალობის ვიზუალიზაცია, პოზიტიური ფსიქო-ემოციური გარემოს სასიკეთო ზემოქმედების უზრუნველყოფა, მოზარდებში ინტერესის გაღვიძება და ზრდასრულთა ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება, სპეციალობის შესწავლის მიმართ მისწრაფების ფორმირება.

მოქმედებს თუ არა მუზეუმში ჩატარებული გასვლითი გაკვეთილი სწავლების ხარისხზე?

მუზეუმში ჩატარებული გასვლითი გაკვეთილის დროს მიღებული შთაბეჭდილებები და მუზეუმის ფონდში დაცული ექსპონატების ფოტომასალების გამოყენება სწავლების შემდგომ ეტაპებზე იწვევს არა მარტო სწავლების მოტივაციის ხელშეწყობას, არამედ სწავლის ხარისხის ზრდასაც. სასწავლო პრაქტიკის დროს სტუდენტები იხსენებენ მუზეუმში ნანახ ექსპონატებს და დამოუკიდებელი სამუშაოების შესრულების დროს ცდილობენ გამოიყენონ ესა თუ ის ხერხი; ისინი დამოუკიდებლად ქმნიან პატარ-პატარა ფერწერულ კომპოზიციებს. მუზეუმში ნანახი ფარდაგის ან გობელენის რომელიმე დეტალის ან მოტივის გამოყენებით, რომელიც შემდგომ გადააქვთ ფარდაგსა და გობელინზე.

მუზეუმში ჩატარებული პროექტის მიზანი:
·         მოსწავლეები ეცნობიან, იქმნიან ზოგად წარმოდგენას
·         ეხმარება თავიანთ კუთხის ხელოვნების გაცნობაში;

·         ისტ-ის და წარმოდგენილ მასალისგან იქმნება ფილმი, სლაიდ-შოუ დეკორატიულ-გამოყენებით ხელოვნებაზე;

პროექტის მნიშვნელობა/აქტუალობა:

     მუზეუმში ჩატარებული პროექტის ინოვაცია მდგომარეობს სწავლებისადმი ერთდროულად კომპლექსურ, ინტეგრირებულ-ინტერაქტიურ მიდგომებში საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული საგნების: დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების მდგენელი ელემენტების ერთდროულად აღქმა-გააზრებაში.






სასწავლო საგნის სახელწოდება
ხელოვნება
მასწავლებლის სახელი და გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია
პედაგოგი:მარინა კოღუაშვილი
სწავლების კლასი
VIII კლ.
სასწავლო საგნის ხანგრძლივობა და საათების რაოდენობა
მთელი სასწავლო წელი; 
სასწავლო კურსის ზოგადი აღწერა
·                     პრაქტიკული უნარ-ჩვევები და იდეების გამოხატვა ხელოვნებაში
·                     კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია
·                     ხელოვნების აღქმა კონტექსტში                          
სასწავლო საგნის სტატუსი მოცემულ კლასში
ესგ-ით გათვალისწინებული საკითხები და საათები
სასწავლო სგნის მიზანი
·                     მხატვრულ ნაწარმოებზე მსჯელობის, ანალიზის უნარი; საკუთარი აზრის დასაბუთებულად  ჩამოყალიბების ჩვევა;
·                     ხელოვნების სხვადასხვა დარგის „მხატვრული ენის“  ამოცნობის უნარი;
·                     სხვადასხვა კომპოზიციური სტრუქტურის მქონე (სამკუთხედის პრინციპი, მრავალცენტრიანი კომპოზიცია, კომპოზიცია ცენტრის გარეშე) გაანალიზების უნარი და ამავე სტრუქტურის მქონე ნამუშევრების შექმნის უნარ-ჩვევები;
·                     პროექტზე მუშაობა, მისი სწორად დაგეგმვა და წარდგინება
·                     ფერების ურთიერთმიმართებათა გაანალიზების უნარი და საკუთარ ნამუშევარში ამ ურთიერთმიმართებათა გამოყენების უნარ-ჩვევა;
მხატვრულ ნაწარმოებზე დაკვირვების, მხატვრული ხერხების ამოცნობის უნარი; სხვადასხვა ეპოქის ნაწამოებებზე  მსჯელობის უნარი;
სასწავლო საგნის ამოცანები
ფასეულობები და დამოკიდებულებები:
·                     პატივისცემის გრძნობის განვითაება ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურის, ადამიანის შრომის მიმართ;
·                     თანაგანცდისა და თანაგრძნობის უნარის განვითრება;
·                     შემწყნარებლური დამოკიდებულების ჩამოყალიბება სხვა ადამიანების, განსხვავებული აზრისა და მსოფლმხედველობისადმი;
უნარ-ჩვევები:
·                     შემოქმედებითი აზროვნებისა და გაგების უნარის განვითარება;
·                     ემოციური სფეროს განვითარება;
·                     წარმოსახვის, გემოვნებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარება;
·                     ხედვის, სივრცის წარმოდგენების, დდაკვირვების უნარის, მხედველობითი მეხსიერების და ხელის მოტორიკის განვითარება;
·                     შრომითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება;
·                     საკომუნიკაციო უნარების განვითრება;
·                     სახვით ა გამოყენებით ხელოვნებაში პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა;
ცოდნა:
·         სამყაროს შესახებ წარმოდგენის ჩამოყალიბება;
·         საკუთარი და სხვათა კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა;
·         სახვითი ხელოვნების ენის შესწავლა;
სასწავლო საგნის აუცილებელი საბაზისო კომპეტენციები
კურსის ორგანიზება
საკლასო მენეჯმენტის ხერხები
მეცადინეობის  ფორმები
სწავლების მეთოდები
·                     მხატვრულ ნაწარმოებზე მსჯელობის, ანალიზის უნარი; საკუთარი აზრის დასაბუთებულად  ჩამოყალიბების ჩვევა;
·                     ხელოვნების სხვადასხვა დარგის „მხატვრული ენის“  ამოცნობის უნარი;
·                     სხვადასხვა კომპოზიციური სტრუქტურის მქონე (სამკუთხედის პრინციპი, მრავალცენტრიანი კომპოზიცია, კომპოზიცია ცენტრის გარეშე) გაანალიზების უნარი და ამავე სტრუქტურის მქონე ნამუშევრების შექმნის უნარ-ჩვევები;
·                     პროექტზე მუშაობა, მისი სწორად დაგეგმვა და წარდგინება
·                     ფერების ურთიერთმიმართებათა გაანალიზების უნარი და საკუთარ ნამუშევარში ამ ურთიერთმიმართებათა გამოყენების უნარ-ჩვევა;
მხატვრულ ნაწარმოებზე დაკვირვების, მხატვრული ხერხების ამოცნობის უნარი; სხვადასხვა ეპოქის ნაწამოებებზე  მსჯელობის უნარი;
სასწავლო კურსის შეფასება:
შეფასების ტიპები:
1.მიმდინარე შეფასება
2.შემაჯამებელი შეფასებები
3.აკადემიური შეფასების კომპონენტები და მათი წონები
4.შეფასების ფორმები
·                     მსჯელობა კლასში- 40 %
·                     პრეზენტაცია-35 %
·                     პრაქტიკული მუშაობა -25%
მსჯელობა კლასში:
1.             ფასდება მსჯელობის უნარი გარკვეული ეპოქის, ნაწარმოების თუ მხატვრის შემოქმედების შესახებ; აღწერის, ანალიზის და მიღებული ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირების უნარი;
2.             საკუთარი და სხვისი ნამუშევრის განხილვაში მონაწილეობა;
შეფასების კრიტერიუმებია:
·         აქტიური მონაწილეობა;
·         საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოჩენა;
·         სხვისი, თუნდაც ანსხვავებული აზრის მიმართ შემწყნარებლობა და პატივისცემა;
პრეზენტაცია:
1.საკუთარი და სხვისი ნამუშევრის პრეზენტაცია;
2.გარკვეული ეპოქის ან შემოქმედის ნიმუშის ანალიზი;
3.ექსპოზიციის მოწყობა;
ხელოვნები ნიმუშის ანალიზის შეფასების კრიტერიუმები:
·                     ნათლად, ზუსტად და მიზანდასახულად აღწერს ნამუშევარს, აღწერა არ არის გადატვირთული დეტალებით;
·                     აანალიზებს მხატვრულ ნაწარმოებში გამოყენებულ სხვით ხერხებს;
·                     ახერხებს კონკრეტული ნაწარმოების ან რომელიმე ხელოვანის შემოქმედების ეპოქის კონტექსტში ჩასმას;
·                     ასაბუთებს საკუთარ ინტერპრეტაციას;
საპრეზენტაციო უნარების შეფასების კრიტერიუმები:
·                     სათქმელის ნათლად და გასაგებად გადმოცემა, აუდიტორიასთან კონტაქტი;
·                     თვალსაჩინოებისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენება;
·                     კითხვებზე ადეკვატური პასუხის გაცემა;
პრაქტიკული სამუშაო:
·                     კონკრეტული პრაქტიკული სამუშაოს შესრულება, ან ნამუშევრის შექმნა გარკვეულ თემაზე;
·                     ორგანიზებულობა;
·                     მსალის, ტექნიკისა და სახვითი ხელოვნების ძირითადი პრინციპებისა და ელემენტების ფლობა;
·                     შემოქმედებითობა;
·                     თანამშრომლობა ჯგუფური მუშაობის დროს;


     
რესურსები
·                     მოსწავლის სახელმძღვანელო და რვეული;
·                     მასწავლებლის წიგნი;
·                     დაფა, ცარცი/მარკერი (ორი ფერის);
·                     თაბახის დიდი ფურცლები, წებოვანი ფურცლები;
·                     საწერ-კალამი, ფანქრები (შავი,ფერადი), წიგნის სანიშნე;
·                     CD ფოტომასალით; აუდიო-ვიდეო ტექნიკა;
·                     კომპიუტერი;
მოსწავლის და მასწავლებლის სახელმძღვანრლო;დამხმარე ლიტერატურა;თვალსაჩინოება;ტექნიკური საშუალებები;ინტერნეტსაიტები,ადამიანური რესურსები
ხელოვნება- VIII კლ -ა.კლდიაშვილი, ნ. ღაღანიძე; „კლიო“; მოსწავლისა და მასწავლებლის სახელმძღვანელო; ხელოვნება მოსწავლეთათვის „ბაკურ სულაკაურის „ გამომცემლობა; google, Wikipedia;
მისაღწევი შედეგები:
1.       ზოგად საგნობრივი
2.       ადპტაციურ სასიცოცხლო
3.       სპეციპიკურ საგნობრივი
1.ზოგადსაგნობრივი:
·                     იკვლევს და შემოქმედებითად იყენებს ხელოვნების ელემენტებს, პრინციოებს, სხვადასხვა მასალას, ტექნიკასა და პროცედურას თვითგამოხატვისათვის;
·                     მიმართავს ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაბის სხვადასხვა სტრატეგიას;
2.ადაპტაციურ სასიცოცხლო:
·                     წარმოადგენს ინდივიდუალურ და ჯგუფურ ნამუშევრებს, მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით აანალიზებს ხელოვნების ნიმუშს და განმარტავს, რა მიზნით არის მასში გამოყენებული კონკრეტული ხერხი ან მასალა;
·                     აცნობიერებს ხელოვნებას, როგორც მსოფლმხედველობის გამოხატვის და კმუნიკაციის საშუალებას;
3.სპეციფიკურ საგნობრივი:
·                     ამოიცნობს და ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და სტილის ნამუშევრებს იკვლევს და განმარტავს კონტექსტის გავლენას კონკრეტულ ნაწარმოებსა და ხელოვანის შემოქმედებაზე;
·                     იკვლევს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხელოვნების ნიმუშებს და მსჯელობს მათ შესახებ;
სამუშაო დისციპლინა;
გაცდენების დასაშვები რაოდენობა;
დავალიანების დასაშვები რაოდენობა;
აღდგენები;
საჯარიმო ზომები;
წახალისების ფორმები;
დგინდება ესგ-ის გათვალისწინების შესაბამისად;
წახალისების ფორმებიდან ვიყენებთ: ფერად სტიკერებს, ღიმილებს, ყოველკვირეულ, ყოველთვიურ, სემესტრულ და წლიურ სერთიფიკატებს, რომელიც წარმატებულ მოსწავლეს გადაეცემა;
თემატური გეგმა:
საკითხთა ჩამონათვალი
საათების განაწილება საკითხებზე;
სარეზერვო საათების რაოდენობა;
შემაჯამებელი გამოკითხვები

შესასწავლი თემა
საათი
დრო
შესავალი: სად? როდის?
შესავალიააწყე და გამოიცანი
თავი 1: სამყაროს ხელოვნება
·                     ტუეფია მელია
·                     ბერიკაობა
·                     ბერიკაობა
·                     ნატვრის ხე
·                     ნატვრის ხე
·                     უცნაური ფიგურები
·                     უცნაური ფიგურაბი
·                     ძველი სამყაროს გამოსახულებები
·                     პატარა ქანდაკებები
·                     იდუმალებით მოცული ნაგებობები
·                     ეგვიპტური ნახატი
·                     დედოფალი ნეფერტიტი
·                     დედოფალი ნეფერტიტი
·                     შეაფასე შენი თავი
·                     შეაფასე შენი ცოდნა
თავი 2: ანტიკური ხელოვნება
·                     იმპერატორ ადრიანეს საჩუქარი
·                     ლამაზი სამკაულები
·                     ადამიანის ძიებაში
·                      ადამიანის ძიებაში
·                     ანტიკური სვეტები
·                     იდეალური და რეალური
·                     ნატურმორტი ანტიკური ლარნაკით
·                     არქეოლოგიური ექსპედიცია
·                     ააწყე, დააწებე, , აღწერე
·                     რომი-მარადიული ქალაქი
·                     ალექსანდრე მაკედონელი
·                     ალექსანდრე მაკედონელი
·                     ალექსანდრიის შუქურა
·                     შეაფასე შენი ცოდნა
·                     სეამოწმე შენი მხატვრული ხედვა
თავი 3: შუა საუკუნის  ხელოვნება
·                     მუზეუმის მშვენება
·                     ორიგინალური ჩარჩო
·                     ხატები და სურათები
·                     ბრტყელი და მოცულობითი ნახატი
·                     ეკლესიები და ფრესკები
·                     ქართული ჩუქურთმა
·                     ქრისტიანული სალოცავები
·                     მოზაიკური ნახატი
·                     მრავალფეროვანი სამყარო
·                     აღმოსავლური პეიზაჟი
·                     მოგზაურობა წარსულში
·                     შუა საუკუნეების ქალაქშჲ
·                     შეაფასე შენი თავი
·                     შეამოწმე შენი ცოდნა
თავი 4: აღორძინების ხანის ხელოვნება
·                     იმ დროს მის გვერდით
·                     სივრცეში გამოსახული ფიგურები
·                     წარსულის გახსენება
·                     თვითნაკეთი წიგნი
·                     ლეონარდო და რაფაელი
·                     მინიატურული პორტრეტი
·                     რომი და მიქელანჯელო
·                     ლორენცო მედიჩის მედალიონი
·                     რენესანსის მოდა
·                     რენესანსის მოდა
·                     შეაფასე შენი ცოდნა
თავი 5: XVII-XVIII ს.-ს.-ის ხელოვნება
·                     ემოციური სახეები
·                     ორი შედევრი
·                     ანაბეჭდი ქაღალდზე
·                     კლასიციზმი, ბაროკო და როკოკო
·                     შანდალი როკოკოს სტილში
·                     სტუმრად ძველ ჰოლანდიურ ოჯახში
·                     შეამოწმე შენი მხატვრული ხედვა
თავი 6: XIX-XX ს.-ის ხელოვნება
·                     ღია ცის ქვეშ
·                     წერტილებით შექმნილი ნახატი
·                     წერტილებით შექმნილი ნახატი
·                     ფერადი ემოციები
·                     სასკოლო კონფერენცია
·                     სასკოლო კონფერენცია
·                     ახალი ხედვა
·                     ბავშვობის მოგონებები
·                     მოძრაობა, სიჩქარე და ცვალებადობა
·                     თავისუფალი ხელოვნება
·                     ძველი თბილისი
·                     ძველი თბილისი
·                     შეამოწმე შენი ცოდნა





შეფასების ფორმები:
მოსწავლე უნდა შეფასდეს შემდეგი კომპონენტების მიხედვით:
1.             საკლასო დავალება
2.             საშინაო დავალება
3.             შმაჯამებელი დავალება (ტესტირება და [პრაქტიკული სამუშაო);






Комментариев нет:

Отправить комментарий