რამდენიმე პრაქტიკული რეკომენდაცია როგორ აწარმოოს მასწავლებელმა
პორტფოლიო
პორტფოლიო არის ინდივიდუალური ნამუშევრების კრებული, სადაც
დოკუმენტირებულია როგორც მუშაობის პროცესი, ასევე შედეგი. იგი ნათლად
წარმოაჩენს მასწავლებლის თუ მოსწავლის მცდელობას, წინსვლას, მიღწევებს დროის
გარკვეულ მონაკვეთში.
დაახლოებით ოცი წელია, რაც პორტფოლიომ განათლების მეცნიერებაში შემოაღწია
და დამკვიდრდა. თუმცა, პორტფოლიოს გამოყენება ახალი მიგნება არ გახლავთ,
არქიტექტორები და ხელოვანები მსგავსი დოკუმენტების კრებულს რამდენიმე
ასწლეულია იყენებენ ახალი დამკვეთებისთვის საკუთარი შესაძლებლობების
პრეზენტაციისთვის. განათლების მეცნიერებაშიც პორთფოლიო უპირველესად,
როგორც აუთენტური დოკუმენტი, მიღწევის შეფასების ალტერნატიულ
შესაძლებლობას გამოხატავს.
მიუხედავად იმისა, რომ პორტფოლიოს გამოყენება სწავლების პროცესში ახალი
მიგნებაა, სპეციალისტები ერთხმად აღიარებენ მის მნიშვნელობას. ნებისმიერ
დისციპლინაში პორტფოლიო წარმოადგენს საუკეთესო საშუალებას
დაინტერესებულ საზოგადოებას წარედგინოს ამა თუ იმ ინდივიდის მიღწევები და
საუკეთესო ნამუშევრები მოცემულ სფეროში.
გამოყოფენ პორტფოლიოზე მუშაობის პროცესის ექვს ძირითად საფეხურს:
1. პორტფოლიოს თემისა და მიზნის განსაზღვრა;
2. მასალის შეგროვება;
3. შეგროვილი მასალის გადარჩევა და მნიშვნელობის გაანალიზება;
4. პორტფოლიოს გაფორმება;
5. პორტფოლიოს შეფასება და გადამუშავება;
6. პორტფოლიოს წარდგენა/პრეზენტაცია - როგორც სამუშაო პროცესის
დაგვირგვინება.
Комментариев нет:
Отправить комментарий